Sunday, December 22, 2013

პროექტი

მე-9 დღე

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.გავიარეთ მერვე მოდული.მოვახდინეთ პროექტის სრულყოფა.დავლინკეთ სურათები.,შეფასების სქემები და პორთფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
  ტრენინგის ეს მოდული საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვდა და მაგრამ ჩვენი მონდომებით და ტრენერის დახმარებით ყველაფერი მოვიყვანეთ სრულყოფაში.
 დიდი მადლობა ტრენერს და ამ პროექტის ორგანიზატორებს

Saturday, December 21, 2013

მე-8 დღე

დღეს ინტელის სწავლების მერევე დღეა.დღეს გავიარეთ მე-6 და მე-7 მოდული.შევქმენით სამი ტიპის საჭიროების მოსწავლისათვის სავარჯიშოები და შევინახეთ დამხმარე მასალაში.ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.გავეცანის ფასილიტაციის ნიმუშებს. დავალებად მოგვეცა ჩვენი პროექტის სრულყოფაში მოყვანა.

Wednesday, December 18, 2013

მე-7 დღე


დღეს ინტელის სწავლების მეშვიდე დღეა.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.გავეცანით აგრეთვე სხვადასხვა შეფასების სახეებს.

Saturday, December 14, 2013

მე-6 დღე

   დღეს გავირეთ სასწავლო ნიმუშის შექმნა.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გავიაზროთ რა არის მოსწავლისთვის სირთულე და დაძლევადი.







Sunday, December 8, 2013

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეა,გავიარეთ მესამე მოდული,კერძოდ: ჩემი პროექის პორთფოლიოს პრეზენტაცია,21 საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა,ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებლივი და ეთიკური პრაქტკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.
  ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.
  

Saturday, December 7, 2013

მეოთხე დღე

      დღეს მეოთხე დღეა,განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გეგმაში გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო,კერძოდ:პროექტის დაწყებამდე,მსვლელობისას და დასრულებისას.აგრეთე სლაიდშოუში შევქმენით ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, December 1, 2013

მე-3 დღე

   დღეს 1 დეკემბერია ტრენინგის მე-3 დღე. განვიხილეთ მე-2 მოდული,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"
   ჩვენს გეგმაში გავწერეთ სტანდარტები,ინდიკტორები,ზმნები დაშედეგები ჩვენი პროექტის ფარგლებში.აგრეტვე დეტალურად განვიხილეთ საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი) და ისიც განვათავსეთ გეგმაში.

Saturday, November 30, 2013

მეორე დღე

    გავდივარ ინტელის ტრენინგებს.დღეს მეორე დღეა.მიუხედავად იმისა რომ ზღვა მასალა და სამუშაო გვაქვს,ძალზე საინტერესო პროექტია.ამ პროექტის ფარგლებში ვსწავლობთ როგორ გავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეეები მაღალ სააზროვნო უნარებზე,როგორიცაა 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.ამ ორი დღის განმავლობასი გავიარეთ:
  სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
  პროექტის მოთხოვნების გაცნობა
  პუბლიკაციის მომზადება პროექტის წავლების თემაზე